რეზონანსი
26.10.2023

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში ერთ-ერთ პარტიის შემადგენლობაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ის ცდილობდა, რაღაცნაირად საკუთარ თავზე მიეწერა ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში მწიფდება. თუმცა იმპიჩმენტის პროცესმა მას ეს გეგმა ჩაუშალა. ახლა რაღაცნაირად კიდევ ცდილობს, რომ შემოაბრუნოს ეს პროცესი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები. როგორ წარიმართება ეს პროცესები ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია. მაგრამ განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია არჩევნებში მის ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში კანდიდატად მონაწილეობაზე. რეალურად, ეს დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი „ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×