რეზონანსი
26.10.2023

აზერბაიჯანი და საქართველო იყვნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ იმ კონცეფციას, რაც დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას გულისხმობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა.

„ისტორიულად აზერბაიჯანი და საქართველო დიდ აბრეშუმის მარშრუტზე მდებარეობს და აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სავაჭრო და ეკონომიური კავშირების განვითარებაში და კულტურული მიმართულების გაზიარებაში ევროპასა და აზიას `შორის. ეს ტრადიცია უკვე თანამედროვე ისტორიაშიც სახეზეა და ისევ, აზერბაიჯანი და საქართველო გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კონცეფციას, რაც გულისხმობს დიდი აბრეშუმის გზის აღდგენას. პირველი ადამიანი, რომელიც შეუერთდა ამ ინიციატივას, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაზე და პირველი, საქართველოს პრეზიდენტი იყო ბატონი ედუარდ შევარდნაზე და ეს აღსანიშნავია. ეს კონფერენცია გაიმართა 1998 წელს ბაქოში, სადაც ჩვენი ქვეყნების ლიდერები, 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 35 ქვეყანა მონაწილეობდნენ. ამ კონფერენციის შედეგად განხილული იყო მრავალმხრივი შეთანხმებები საერთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით და ეს ძირითადად ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარებას, „ტრასეკას" პროგრამის საფუძველზე ეხებოდა. „ტრასეკას" პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მულტიმოდალური და სატრანზიტო ტრანსპორტის ხელშეწყობაში წევრ ქვეყნებს შორის და გააფართოვა თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ეკონომიკა და ასევე, უფრო გააფართოვა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი. შორსმჭვრეტელი პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანის რეგიონულ სატრანზიტო კვანძად განახლებისკენ. ეს გრძელდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ", - აღნიშნა ასადოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×