რეზონანსი
26.10.2023

გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი იმიტომ, რომ უკვე ყველა ობიექტური დამკვირვებელი და შემფასებელი აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებული შთამბეჭდავი რეფორმების შესახებ, რეკომენდაციების შესრულების შესახებ. მეორე ნიშანიც არის იმის, თუ რამდენად დიდია პოზიტიური მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, უკვე დაიწყო ოპოზიციის რიგებში იმის მტკიცება, ვინ დაიმსახურა, ვის მიწეროს და ა.შ. ოღონდ ხელისუფლებას ჩამეწეროს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგჯერ ვხუმრობთ ხოლმე, მოდით ჯერ სტატუსი მივიღოთ და „ჰოპლა" მერე თუ გინდათ ხაბეიშვილს დავაძახებინოთ ან ვაშაძეს, თუ გინდათ პრეზიდენტსაც. ისინი მართალია ხტომაში მაინცდამაინც მაგრები არ არიან, მაგრამ „ჰოპლას" ძახებაში და ასეთ პათოსში გამორჩეულები არიან. მთავარია მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მთავარია გაბედონ, პრეზიდენტით დაწყებული გაგრძელებული ნებისმიერი ოპოზიციონერით, პრეზიდენტიც ხომ ჩაეწერა ოპოზიციის რიგებში, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის" რიგებში, გაბედონ და თქვან, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. სტატუსი უნდა მიიღოს ქვეყანამ, ეს იქნება ყველაზე სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას ველოდებით დეკემბერში", - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×