რეზონანსი
26.10.2023

ვინ უწყობს ქვეყნის მომავალს საბოტაჟს - მეორე დღეა თემაზე პოლიტიკური განცხადებები ისმის. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიციის კონკრეტულმა წევრებმა თქვეს ის, რასაც "ქართული ოცნება" დიდი ხანია ამბობს - ოპოზიციის ნაწილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო ქვეყნის მომავალს აზიანებს.

"სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციონერი, რომელიც გააფთრებით ებრძოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, ახლა თვითონ დადგა იმ პოზიციაზე, როდესაც დაინახა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გარდაუვალია. აი ეს არის სკანდალური, ოპოზიციონერის გამოჩენა ამ ფრთასა და სივრცეში," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

ხათუნა სამნიძემ და ხატია დეკანოიძემ მედიასთან განაცხადეს რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შესაბამისი გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ეუბნებიან, რომ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის უნდა გადავადდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×