რეზონანსი
26.10.2023

ვცდილობთ, იმ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხდეთ, რომლებიც შესაძლოა, თავს იკავებენ გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ანგოლაში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვცდილობთ, იმ ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხდეთ, რომლებიც შესაძლოა, თავს იკავებენ გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებული რეზოლუციის მხარდაჭერისგან. მათთან საუბარი გვექნება და ავუხსნით, რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვისაც რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა. ეს არის არა მხოლოდ საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი იძულებით პირთა მხარდაჭერა და იმის აღიარება, რომ ამ ადამიანებს უფლება აქვთ საკუთარ საცხოვრებლებში დაბრუნდნენ, არამედ ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა, რადგან თუ ეს პრინციპი დაირღვევა ერთხელ, შემდეგ ის შეიძლება დაირღვეს ბევრჯერ და საბოლოო ჯამში ბევრ ქვეყანას შეეხოს. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრების შედეგიც არის, რომ გაერო-ში საქართველოს თაობაზე მომზადებულ რეზოლუციაზე მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. ორმხრივი შეხვედრები გვექნება იმ კოლეგებთან, ვინც საქართველოს მხარს სტაბილურად უჭერენ და მათ მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გვაქვს. მათ მოვუწოდებთ, ეს მხარდაჭერა გააგრძელონ", - აცხადებს პაპუაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×