რეზონანსი
26.10.2023

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ხუდადოვის ტყე სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმინდეს. დასუფთავების აქციაში ჩართული იყო კომპანიის 40-მდე თანამშრომელი და ხუთი ერთეული სპეცტექნიკა.

სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, დავით მაქაცარიასთან ერთად გაეცნო.

„სამშენებლო ნარჩენის პრობლემა ხუდადოვის ტყეში, სამწუხაროდ, მუდმივად აქტუალურია. შესაბამისად, მსგავსი ტიპის აქციებს აქ რეგულარულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, კერძო კომპანიებს, რეკრეაციულ სივრცეებში, ქალაქის ქუჩებში, კონტეინერებში ნუ განვათავსებთ სამშენებლო ნარჩენს, რაც შემდგომ ჩვენს სპეცმანქანებსაც აზიანებს. ყველა ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. გამოსავალი მარტივია - გლდანში, „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალურ ობიექტზე შესაძლებელია მსგავსი ტიპის ინერტული ნარჩენის კანონიერად განთავსება შეღავათიანი ტარიფებით“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია ასეთი ნარჩენის გატანა. ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×