რეზონანსი
23.10.2023

უცნაური საქმეა, "ქართული ოცნების" წევრები ბილბორდებზე თავად იყვნენ გამოკვეთილები, თავად გააყალბეს არჩევნები და ამ ყველაფრის ფონზე სალომე ზურაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალო, ცოტა არ იყოს სასაცილოა , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" პირადი განწყობებით არ უმოქმედია, თორემ პირველები იქნებოდა, ვინც იმპიჩმენტს დაუჭერდა მხარს.

"უცნაური საქმეა, ბილბორდებზე თავად იყვნენ გამოკვეთილები, თავად გააყალბეს არჩევნები. სხვათა შორის, ამ ადამიანის დანიშვნას შეეწირნენ ადამიანები, მათ შორის ია კერზაია, რომლის სიკვდილი არის კონკრეტული ადამიანების კისერზე. ასეთ დროს სალომე ზურაბიშვილი დააბრალო „ნაციონალურ მოძრაობას", ცოტა არ იყოს სასაცილოა, თუმცა ის, რომ ჩვენ პოლიტიკურად პასუხისმგებლობიანი ძალა ვართ, მათ შორის ჩანს ჩვენი დამოკიდებულებები. ჩვენ პირადი განწყობებით არ გვიმოქმედია, თორემ პირველები ვიქნებოდით, ვინც იმპიჩმენტს დაუჭერდა მხარს. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ ამ მიზეზით არ დავინტერესდით ამ იმპიჩმენტით, რადგან კარგად გვესმის ქვეყნის გარეთ როგორი ზიანის მომტანია ახლა ეს მოქმედებები", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×