რეზონანსი
23.10.2023

ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა 5 600 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, რაც გულისხმობს იმას, რომ ფაქტობრივად ტურიზმის აღდგენის პანდემიამდელ მაჩვენებელს ვუტოლდებით, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული წელია ტურიზმის ინდუსტრიისთვის. მიუხედავად იმ მრავალი გამოწვევისა, რომელიც ვიცით, რომ გლობალურად არსებობს ტურიზმის ინდუსტრიაში, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და არის ძალიან სწრაფი აღდგენის დინამიკის ტემპზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმის ტემპზე. ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა 5 600 000-ზე მეტ საერთაშორისო მოგზაურს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ფაქტობრივად უკვე სრულ აღდგენას ვუტოლდებით პანდემიამდელი მაჩვენებლის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ უშუალოდ ტურისტულ ვიზიტებში ჩვენ გვქონდა 3 600 000-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელებული, რაც ფაქტობრივად 91%-იან სრულ აღდგენას გულისხმობს, თუ 2019 წელს შევედრებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა კვლავ განაგრძობს იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება, საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. პანდემიის შემდგომ ძალიან გაიზარდა კონკურენცია გლობალურად ტურიზმის ინდუსტრიაში. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ სწრაფი ტემპებით დავუბრუნდით ჩვეულ ნიშნულს.

რა თქმა უნდა, უდიდესი როლი ტურიზმის განვითარებაში აქვს ავიაციის ინდუსტრიას და ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად ავიაციის ინდუსტრიაც ასევე სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება. საბოლოო ჯამში ტურიზმი არის ციფრებზე დამოკიდებული ინდუსტრია. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. ეს არის რა თქმა უნდა, ძირითადი ღირებულება, რასაც ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და რაღა თქმა უნდა ჩვენი მეწარმეებისთვის ქმნის. ძალიან სასიხარულოა, რომ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ჩვენმა ქვეყანამ ტურიზმიდან შემოსავლის სახით 1 800 000-ზე მეტი შემოსავალი მიიღო", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×