რეზონანსი
23.10.2023

არსებობს ძალიან მაღალი ალბათობა, რომ ქვეყანამ დამსახურებულად, სამართლიანად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში" ALDE-ს პარტიების საბჭოზე, საქართველოს შესახებ მიღებულ საგანგებო რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მან სამარცხვინო უწოდა იმ ფაქტს, რომ რეზოლუციას მხარი „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელმა დაუჭირა.

„საერთოდ, სამარცხვინო იყო ასეთი რეზოლუციისთვის მხარის დაჭერა. ეს რეზოლუცია არ არის „ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს რეზოლუცია არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ და როგორ არ აუკანკალდათ ხელი ამ მართლაც ქვეყნის მტრებს და ასეთ რეზოლუციას როგორ დაუჭირეს მხარი", - აცხადებს მათიკაშვილი.

ბრიუსელის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოახლოებას პარალელურად, დღეს, ბუქარესტში მიმდინარე ALDE-ს პარტიების საბჭოზე, საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტი საკმაოდ კრიტიკულია და მას მხარს „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე უჭერს. რეზოლუციაში მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხიც მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×