რეზონანსი
23.10.2023

"ლიბერთი" აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჯერად, "ლიბერთის" განახლებული ფილიალი რუსთავში (თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრი) გაიხსნა და  გახსნის ცერემონიას ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლები,  საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი  თორნიკე კორძაია და ქვემო ქართლის რეგიონალური დირექტორი თენგიზ სვანიძე დაესწრნენ.

რუსთავის ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს.

ამჟამად, ქვემო ქართლის რეგიონში "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულია 330-ზე მეტი თანამშრომელი, ფუნქციონირებს 13 ფილიალი, 8 საზოგადოებრივი ცენტრი, 9 სპეციალიზირებული სერვის ცენტრი და 5 "ლიბერთი ექსპრესი". განახლებულ ფილიალში კი 23 თანამშრომელია დასაქმებული.

,,ლიბერთი აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის  გაძლიერებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას. ჩვენი მიზანია,  რეგიონში ფინანსურ რესურსებზე და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჩვენი მომხმარებლებისთვის კომფორტული საბანკო მომსახურების შეთავაზება. განახლებული ფილიალი მოემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს“, - განაცხადა თორნიკე კორძაიამ, "ლიბერთის" საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×