რეზონანსი
23.10.2023

ეს არის პლატფორმა, რომელიც შექმნილია უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს მონაწილეობა ამ ფორუმში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი და უკრაინის ბრძოლისადმი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, სამიტში საქართველოს მონაწილეობა იმის დადასტურებაა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას.

„რა თქმა უნდა, ეს არის ის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ, ასევე, ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი აღნიშნულ ფორმატში და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვქონდეს მათთან საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავად ჩვენი მონაწილეობა არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი მხარდაჭერისა უკრაინისადმი“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში იმყოფება, სადაც ხვალ ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტი გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×