რეზონანსი
23.10.2023

გახარიას მუქარას ერთ-ერთი ადრესატი "ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება. ყოფილი პრემიერის მხრიდან გახმოვანებულ ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს ენმ-ის დეპუტატი ანი წითლიძე.

როგორც დეპუტატი ამბობს, გახარიამ იმის ნაცვლად, რომ ენმ-ის მხრიდან პასუხისმგებლობის აღებაზე ისაუბროს, უნდა პასუხი აგოს შს მინისტრობის და პრემიერობის დროს მომხდარ საქმეებზე, მათ შორის 20 ივნისზე.

გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გახარიამ ჯერ თვითონ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრ რამეზე ამ ქვეყანაში. გახარიამ მაგალითად პასუხი უნდა აგოს ია კერზაიას საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე, გახარიამ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მაგალითად -პასუხი გასცეს იმას, რომ როდესაც თვითონ იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი, როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის აგენტურული ქსელი იქმნებოდა.“ - თქვა წითლიძემ. 

 გახარია თანაგუნდელებს ეუბნება, რომ „ქვეყნისთვის მთავარია, ძალაუფლება ხელში  ავიღოთ და ერთ ვადაში ხელიდან გავუშვათ“. დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში პარტია "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, „ამ ქვეყანაში “ნაცების” და “ოცნების” მმართველობა ისტორიას უნდა ჩაბარდეს, მაგრამ  ისინი არ უნდა გაქრნენ, საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×