რეზონანსი
23.10.2023

თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური განზომილების გათვალისწინებით მოხდება, რათა ქვეყანა საბოლოოდ არ აღმოჩნდეს იმ რუსულ უფსკრულში, რომელში გადავარდნაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

დეკანოიძემ იმედი გამოთქვა, რომ დეკემბერში, ევროკავშირის ლიდერების საბოლოო გადაწყვეტილება დადებითი იქნება. დეპუტატის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის გაფართოების ტალღაში მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს მხოლოდ გეოპოლიტიკური განზომილების გათვალისწინებით მოხდება, რადგან ევროკავშირისგან ვიცით, რომ მათი რეკომენდაციებიდან მხოლოდ სამია შესრულებული, დანარჩენი - არა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×