რეზონანსი
23.10.2023

შანსები კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის გაზრდილი. ეს იწვევს მათ შეშფოთებას, რადგან უვარდებათ ის დესტრუქციული და დესტაბილიზაციის გეგმა, რომელიც პირდაპირ ჰქონდათ მიბმული კანდიდატის სტატუსის დაბლოკვაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„აშკარად იკვეთება, რომ ევროკავშირის შეფასების და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების წინ რადიკალური ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ჯგუფები საზღვარგარეთ იწყებენ ახალი კამპანიის მეორე სერიას ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ამაზე მიუთითებს უკვე რადიკალური ოპოზიციის ლიდერების ვიზიტები საზღვარგარეთ. ისინი ჩავლენ აუცილებლად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც და ეს იქნება მეორე სერია უკვე იმ ანტიევროპული კამპანიის, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ქვეყნის და კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ახორციელებს. შანსები კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის გაზრდილი. ეს იწვევს მათ შეშფოთებას, რადგან უვარდებათ ის დესტრუქციული და დესტაბილიზაციის გეგმა, რომელიც პირდაპირ ჰქონდათ მიბმული კანდიდატის სტატუსის დაბლოკვაზე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

ბრიუსელის პოლიტიკური გადაწყვეტილების მოახლოებას პარალელურად, დღეს, ბუქარესტში მიმდინარე ALDE-ს პარტიების საბჭოზე, საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტი საკმაოდ კრიტიკულია და მას მხარს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე უჭერს. რეზოლუციაში მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხიც მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×