რეზონანსი
23.10.2023

"ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა", - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადება შეაფასა, რომელიც პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.

კალაძის თქმით, დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება მიმდინარეობს.

ნიკა მელია ერთ-ერთი ოდიოზური ფიგურაა პოლიტიკაში, ყველაფრის მკადრებელია. დღეს ის გაბოროტებულია, რომ პარტიის თავმჯდომარეობიდან გამოაგდო ლევან ხაბეიშვილმა. ძალიან კარგად იცის, რომ ლევან ხაბეიშვილი მარტო არ მოქმედებდა, ასევე ვინ იდგა მის უკან. როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, სააკაშვილი რატომ არ ახსენდება, თუ მართლაც სწორად ფიქრობს და სწორი დამოკიდებულება აქვთ?

დიდი ხანია, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, სანამ ხაბეიშვილი გამოაგდებდა მელიას, ამის შემდეგ ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა. გამზადებული ჰყავდათ მელია, რომ პარტიიდან გამოერიცხათ, ამ შემთხვევაში მან დასწრება გადაწყვიტა. ჩვენ ვთქვით, რომ არ უნდა იყო საინტერესო რა და როგორ იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, - განაცხადა კალაძემ.

ნიკა მელია კვლავ საუბრობს პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე და აცხადებს, რომ არ და ვერ იქნება იქ, "სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“. მისივე თქმით, ის იმ ხალხთან ერთად იქნება, „ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×