რეზონანსი
23.10.2023

ირანი უყოყმანოდ დაარტყამს ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას, თუ ეს აუცილებელი იქნება და შესაბამის განკარგულებას გასცემენ, – ამის შესახებ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილემ, ალი ფადავიმ თეირანელ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი არასწორ მონაცემებს ავრცელებს თავდაცვითი სისტემა „რკინის გუმბათის“ მიერ განეიტრალებული რაკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით.

როგორც ფადავიმ განაცხადა, ჩამოგდებული რაკეტების წილი მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

„ამერიკამ ისრაელი თავისი უსაფრთხოებისთვის შექმნა და თუ ის საფრთხეს იგრძნობს, მარტივად გაწირავს მას“, – აღნიშნა ფადავიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×