რეზონანსი
23.10.2023

როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა და მისი მოქცევა კვლავ იქნება წახალისებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„როგორც ამბობენ, უფასო ყველი არის მხოლოდ სათაგურში. არ არსებობს ქველმოქმედება იქ, სადაც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და ქვეყნის გარედან დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აფინანსებენ დანაშაულის, სამართალდარღვევის ჩადენას. პირდაპირ ნიშნავს ეს იმას, რომ როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა და მისი მოქცევა კვლავ იქნება წახალისებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის ძალიან კარგად, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი განცხადებების ფონზე და ასეთ მდარე სურვილებს რევოლუციის მოწყობისა, არანაირი შედეგი ექნება ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ათასობით ლარი ადმინისტრაციულ ჯარიმებში - აქციებზე დაკავებულ აქტივისტებს, რომლებსაც სასამართლომ კანონდარღვევისთვის ფინანსური სანქცია დააკისრა, ჯარიმებს მათ ნაცვლად „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდი იხდის. „იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ ჯამში ადმინისტრაციულ ჯარიმებში უკვე 30 ათას ლარზე მეტია გადახდილი. რაც შეეხება დონორებს, ორგანიზაციის ვებ-გვერდზე ინფორმაცია აღარ იძებნება, რაც ტექნიკური გაუმართაობით ახსნეს. რატომ იხდის ფონდი აქტივისტების ჯარიმებს, როგორ ხდება თანხების მობილიზება და რას ამბობენ პოლიტიკურ სპექტრში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×