რეზონანსი
23.10.2023

დაპირისპირების ინსპირაცია და ამისთვის ხელშეწყობა რუსეთის დაკვეთაა, - ასე აფასებს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი პრორუსი რადიკალის კოკა მორგოშიას ღია მუქარას. ოპოზიციის წევრის თქმით, ის, რომ ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, ცხადყოფს, რომ ქვეყანას პრორუსული მოღალატე ხელისუფლება მართავს. 

დაპირისპირების ინსპირაცია და ამისთვის ხელშეწყობა, ეს არის ასევე რუსეთის დაკვეთა. ის, რომ ეს ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ასრულებენ რუსეთის დავალებას, მოქმედებენ შეუზღუდავად, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვყავს მოღალატე და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟით დაკავებული მმართველი პოლიტიკური ძალა, იმიტომ, რომ ხელისუფლებას ევალება ამაზე რეაგირება და ამის ნაცვლად ვხედავთ, რომ სუსი დასდევს ამერიკის გადასახადების გადამხდელების სახსრებით და ევროკავშირით დაფინანსებული პროექტების მონაწილეებს, - ამბობს სამადაშვილი. 

"ალტ-ინფოს" მიერ დაანონსებული ქაოსით სუსი ამ დრომდე არ ინტერესდება. ღია მუქარიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კოკა მორგოშია დაუბარებიათ და არც ის ადამიანები, რომლებმაც მცხეთის შეკრებაზე ნოემბრის აქტივობები დაგეგმეს. “5 ივლისის ავტორებიის“ ახალი პროექტი ანტიევროპული გამოსვლებია. პრორუსული დაჯგუფება თავდასხმით ემუქრება ყველას, ვინც "ოცნებას" ევროინტეგრაციას მოსთხოვს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×