რეზონანსი
23.10.2023

"2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს”, - ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველის 2022 წლის შესახებ მომზადებულ ანგარიშში წერია.

ომბუდსმენი წერს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების შემდეგ გოგონების მხრიდან განათლების მიღების შეწყვეტა ისევ პრობლემურ საკითხად რჩება. ომბუდსმენის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს.

ადრეულ და ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2022 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების რაოდენობა (400 ფაქტი) მკვეთრად აღემატება გასულ წლებში შესწავლილი საქმეების რაოდენობას. ამასთანავე, კვლავ პრობლემურია ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვანი გოგოების მხრიდან განათლების მიღების შეწყვეტა”, - წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×