რეზონანსი
23.10.2023

დავით ხიდაშელისთვის ჩამორთმეული რაჭის ტყეები მალე მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება - ამის შესახებ განცხადება დღეს ოთარ შამუგიამ გააკეთა. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამით ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქე ხიდაშელმა სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებები არ შეასრულა. 

არც ხუთი მილიონის ინვესტიცია ჩადო, რომელიც ადგილობრივების დასაქმებას და რეგიონის განვითარებას ეხებოდა და არც ინფრასტრუქტურა მოაწყო. დიდი ალბათობით, მალე სამონადირეო მეურნეობა რაჭის ტყეში  მუნიციპალიტეტმა უნდა მოაწყოს. 

ხდება თუ არა ეს ყველაფერი ივანიშვილის მოთხოვნით? - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, დღემდე ადგილზე არანაირი ღონისძიებები არ განახორციელა, რის გამოც ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მათ რეაგირება ჰქონდათ და შეადგინეს შესაბამისი ოქმები.

გავეცით ლიცენზია სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე და ეს ლიცენზია ითვალისწინებდა მთელ რიგ ღონისძიებებს, ინვესტიციას 5 მილიონზე ლარის ოდენობით, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, სხვადასხვა სახეობების აღდგენას. ლიცენზიანტმა დღემდე იქ არანაირი ღონისძიებები არ განახორციელა, ჩვენ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს შესაბამისად გვქონდა ამაზე რეაგირება და შესაბამისი ოქმები დაიწერა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. თუ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნება მიღებული დაცული ტერიტორიის შექმნაზე ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და რა თქმა უნდა დადგება გაუქმების საკითხი. მას ექნება ისეთი სტატუსი, რომ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სამართავად და ამაში ჩართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. დღეს რასაც ვაკვირდებით იქ, აჟიოტაჟს, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტურად ხელოვნური", - ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×