რეზონანსი
23.10.2023

კოკა მორგოშია ადასტურებს, რომ სუსიდან მას არავინ დაკავშირებია. პრორუსული მოძრაობის ლიდერი დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. 

მორგოშია არ ჩერდება. მცხეთის შეხვედრის შემდეგ ის "პირველებთან"  იმეორებს, რომ მოაწყობს ანტიმაიდანს თუ პროდასვლური ძალები ქუჩაში გამოვლენ და "ოცნების" მთავრობას ევროინტეგრაციას მოსთხოვენ.

ამასთან, მორგოშია ირწმუნება, რომ რეგიონებში, სადაც შეხვედრებს მარტავენ,  ახალგაზრდები რუსეთის მიმართ ლოილაურად არიან განწყობილები. 

ღმერთმა ნუ ქნას, სახელმწიფო სტრუქტურები ვერ იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე, ამ შემთხვევაში, ჩაირთვება ანტიმაიდანი. ეს არის და ეს. ჩვენ არც ხელისუფლებას გადავეფარებით, არც კონტრაქციებს მოვაწყობთ. რა რაეგირება უნდა მოეხდინათ? ჩვენ ღიად და გახსნილად ვთქვით ის, რაც ვთქვით და ამაში არაფერი სისხლის სამართლის დანაშაული არ არის. ამრევი ჰყავთ შემოყვანილი ქვეყანაში აი, იმ ოპოზიციას, რომელიც გასუსულია და ჩუმად არის და რაღაც შტერი სახით იყურება, თითქოს არაფერი ხდება. ზუსტად ვიცით, რომ იარაღიც აქვთ შემოტანილი, ზუსტად ვიცით, რა ჩატებში როგორ ჰყავთ გაერთიანებული არა მარტო ქართველები, მათ შორის, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან ცამოყვანილი თავიანთი პერვერტები, ზუსტად ვიცით, რომ რაღაც საკრარული მსხვერპლის გეგმაც აქვთ დასახული, ზუსტად ვიცით, რომ აშშ-ს საელჩოში დაგეგმილია ეს ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე და ისიც ზუსტად ვიცით, რომ ამ გეგმებს გახორციელება არ უწერია. თქვენ წარმოიდგინეთ, რეგიონებში რომ დავდივარ, გაოცებული და გახარებული ვარ, ისე კარგად აზროვნებენ ახალგაზრდები. განწყობებია ზუსტად ისეთი, რომ რუსეთის ფედერაციასთან უნდა დავლაგდეთ უნდა გვქონეს მეგობრული და კარგი ურთიერთობა, - ამბობს მორგოშია. 

"ალტ-ინფოს" მიერ დაანონსებული ქაოსით სუსი ამ დრომდე არ ინტერესდება. ღია მუქარიდან ორი დღე გავიდა, მაგრამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კოკა მორგოშია დაუბარებიათ და არც ის ადამიანები, რომლებმაც მცხეთის შეკრებაზე ნოემბრის აქტივობები დაგეგმეს. “5 ივლისის ავტორებიის“ ახალი პროექტი ანტიევროპული გამოსვლებია. პრორუსული დაჯგუფება თავდასხმით ემუქრება ყველას, ვინც "ოცნებას" ევროინტეგრაციას მოსთხოვს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×