რეზონანსი
22.10.2023

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრები გამართა რომის პაპ ფრანცისკესთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მხარეებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. რომის პაპთან საუბრისას ბაიდენმა „ჰამასის“ თავდასხმა კიდევ ერთხელ დაგმო და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის საკითხში თავის ძალისხმევაზე ისაუბრა. მხარეებმა კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისთვის და რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის საჭირო აუცილებელი ნაბიჯები განიხილეს.

ბაიდენის ნეთანიაჰუსთან საუბრის შინაარსს თეთრი სახლი უახლოეს დროში გაავრცელებს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×