რეზონანსი
22.10.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ირანს მოუწოდა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაციას არ შეუწყოს ხელი. ამის შესახებ BBC წერს.

„შეწუხებულები ვართ ჩვენი პერსონალის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების თავდასხმების გაძლიერების შესაძლებლობით. ჩვენ ველით, რომ ესკალაციის ალბათობა არსებობს“, - განაცხადა ბლინკენმა.

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი სამხედრო მოქმედებებს გააგრძელებს, ვითარება რეგიონში შესაძლოა უკონტროლო გახდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი „ჰეზბოლა“ გააფრთხილა, კონფლიქტში არ ჩაერთოს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×