რეზონანსი
22.10.2023

რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა აკლია. მათთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა ხელოვნური რევოლუციების შექმნაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირას“ დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე საუბრისას განუცხადა.

„ხელოვნურად პროტესტის, უკმაყოფილების აზვირთების მცდელობებთან გვქონდა საქმე და არა პროტესტის გამოხატვის მეცადინეობასთან. ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია. რეალურად, ადამიანები არიან შეპყრობილი სურვილით, იციან რა, რომ არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის არავითარი პერსპექტივა არ აქვთ. ამისთვის მათ საზოგადოების ნდობა აკლია და მხარდაჭერა, მათთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად ერთადერთი გზა არის ხელოვნური რევოლუციების შექმნა“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, თუ რა ეტაპზეა გამოძიება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეს ეხება.

„სიახლე არის ის, რომ საგამოძიებო გეგმის მიხედვით, გამოკითხვაზე ხდება ტრენინგში მონაწილე ან ამ ტრენინგთან შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება. აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს სასამართლოს წინაშე დაკითხვას და ისინი იკითხებიან სასამართლოს ფარგლებში, რა თქმა უნდა, ყველანაირი უფლების დაცვით“, - განაც

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×