რეზონანსი
22.10.2023

ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა ეს პრეზიდენტი იქნება, მაღალი თანამდებობის პირი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, უნდა ხვდებოდეს, რომ ეს არ არის არანაირად რაიმე ფორმით ადამიანის უფლებების შეზღუდვა, ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას.

მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტოს უმრავლესობა დაძლევს.

„ამას უნდა დავამატოთ ის ფონი და გარემოებები, რომელიც არის წარმოშობილიყო იმის შემდგომ, რაც კონკრეტული განცხადებები ვიხილეთ სუს-ის მხრიდან, ასევე კონკრეტული ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ გარკვეული დესტაბილიზაცია შემოიტანონ. არ იქნება გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული, მაგრამ, ამავდროულად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ვეტოს უმრავლესობა დაძლევს", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში იმსჯელებს. მანამდე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×