რეზონანსი
22.10.2023

ეს სჭირდებათ იმიტომ რომ დამატებითი რეგულაცია ჰქონდეთ. დიახ, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, უნდა დაედოს ვეტო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე საერთო სამოქმედო გეგმა გვაქვს, - განაცხადა სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე საუბრისას.

გამარჯვების კოალიციას, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას" და „სტრატეგია აღმაშენებელს" სალომე ზურაბიშვილისადმი მინიმალური ნდობა აქვს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლებული არ არის", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხზე პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში იმსჯელებს. მანამდე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საკანონმდებლო ორგანოში განიხილავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×