რეზონანსი
22.10.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე უცხოელი აგენტების რეესტრში შეიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, კუნაძე "ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების, პოლიტიკისა და რუსული არმიის ქმედებების შესახებ და სისტემურად მონაწილეობდა, როგორც რესპონდენტი უცხოური სტრუქტურების საინფორმაციო პლატფორმებზე“.

გიორგი კუნაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 1991–1994 წლებში იკავებდა. შემდეგ კი სამი წლის განმავლობაში იყო რუსეთის ელჩი სამხრეთ კორეაში, 1997-1999 წლებში იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1999 წლიდან კი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (IMEMO) მთავარი მკვლევარი. 

კუნაძეს დაწერილი აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა საერთაშორისო ურთიერთობები შორეულ აღმოსავლეთში, იაპონიის და კორეის შიდა პოლიტიკა.

კუნაძის გარდა „უცხოელი აგენტების“ რეესტრს დაამატეს ჟურნალისტი ილია კოსიგინი და პოლიტოლოგი მიხაილ სავვა. კოსიგინი ვლადიმირში დაფუძნებული გამოცემის, „დოვოდის“ მთავარი რედაქტორია. გამოცემა რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინაში დაღუპული ვლადიმირელი სამხედროების შესახებ.

მიხაილ სავვა კი ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, რომელიც მუშაობს ეთნიკურ კონფლიქტებსა და ეთნიკური ურთიერთობების პრობლემებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×