რეზონანსი
22.10.2023

რამ­დე­ნი­მე თვის წინ მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ თურ­ქეთ­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო. ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ჩა­ტარ­და, 12 სა­ა­თი გაგ­რძელ­და და რო­გორც ქი­რურ­გმა აღ­ნიშ­ნა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სიც იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ევ­გე­ნი­ძე სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დაბ­რუნ­და.

რო­გორც ამ­ბობს, ოპე­რა­ცი­ამ­დე გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი პრობ­ლე­მებს ქმნი­და, მათ შო­რის ფი­ნან­სე­ბი, რაც მუ­სი­კო­სის თქმით, პრე­მი­ერ­მა მო­აგ­ვა­რა. მან “იმე­დის” ეთერ­ში თქვა, რომ ოპე­რა­ცი­ის­თვის პი­რა­დად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა.

“ყვე­ლა­ფე­რი სა­ჩუ­ქა­რია, მათ შო­რის გან­საც­დე­ლით, გი­ორ­გი რომ არა, არც წა­ვი­დო­დი თურ­ქეთ­ში, არც ვა­პი­რებ­დი გა­და­ნერგვას. ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბით ხდე­ბო­და. არც ფული არ მქონ­და. არ შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა არ ვუ­თხრა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მელ­მაც პი­რა­დად და­მა­ფი­ნან­სა. სა­ხელ­მწი­ფომ კი არა, პი­რა­დად, არც მი­თხო­ვია. შემ­თხვე­ვით გა­უ­გია და თვი­თონ და­მი­რე­კა. თა­ვი­დან მე­გო­ნა, ვი­ღაც მა­შა­ყი­რებ­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა..

17-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მოხ­და. პირ­ვე­ლი გი­ორ­გი ვთქვი და მა­საც დათო უთ­ქვამს. ორი­ვე ერ­თმა­ნე­თის ფო­ტო­ებს ვი­თხოვ­დით, რომ ნამ­დვი­ლად ცო­ცხლე­ბი ვი­ყა­ვით” , – აღ­ნიშ­ნა ევ­გე­ნი­ძემ.

ფორტუნა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×