რეზონანსი
22.10.2023

რუსთავში 40 წლის კაცი დაიკარგა. როგორც "ინფო რუსთავს" დაკარგულის დამ განუცხადა, მამაკაცს 9 ოქტომბრის შემდეგ ეძებენ. საძიებო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.

"9 ოქტომბრის შემდეგ ვეღარ ვუკავშირდებით, ბოლოს კი კამერები 10 ოქტომბერს აფიქსირებს, როგორ გამოდის სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ლომბარდიდან და ტაქსიში ჯდება. ტაქსის მძღოლი დაკითხეს, ამბობს სახლამდე მივიყვანეო, მაგრამ კორპუსთან კამერებია და ჩანს, რომ სახლში არ არის მიყვანილი, ალბათ არ ახსოვს.

ოჯახის წევრები ყველანი რაიონში ვიყავით, თვითონ მარტო იყო სახლში", - განაცხადა დაკარგული კაცის დამ.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×