რეზონანსი
22.10.2023

7 ოქ­ტომ­ბერს, ის­რა­ელ­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, და­კარ­გუ­ლებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი თა­მარ გოლდბერ­გი. ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თა­მა­რი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­რი­ამ გოლდბერ­გი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

"14 დღის შემ­დეგ ღმერ­თმა წა­მარ­თვა იმე­დი, რაც მქონ­და. დღეს გვი­თხრეს, რომ თამი ხოც­ვა-ჟლე­ტის დროს ცივ­სის­ხლი­ა­ნად მოკ­ლეს. ჩვენ ვერ ვნა­ხავთ მის მთლი­ან სხე­ულს. ღმერ­თმა მოგ­ვი­სა­ჯა ყვე­ლა­ზე მკაც­რი გა­ნა­ჩე­ნი. ღმერ­თმა ჩა­აქ­რო ჩვენ­თვის სი­ნათ­ლე

ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, გპირ­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ალ­ბათ ზედ­მე­ტად სუფ­თა იყა­ვი ამ სა­ში­ნე­ლი სამ­ყა­როს­თვის. სა­მუ­და­მოდ დაგვტო­ვე გულ­ში. ბო­დი­ში, რომ მო­გი­წია ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა და თუ შე­ვა­ჯა­მებ ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში "შენ იცხოვ­რე ერთი წა­მით, ბოლო მო­მენ­ტამ­დე"

მიყ­ვარ­ხარ ჩემო დაო და არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებ. დაკ­რძალ­ვა კვი­რას გა­ი­მარ­თე­ბა...“

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თა­მა­რის ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი მა­რი­ამ კორ­ტა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ თა­მა­რის დას, ღა­ზა­დან მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა და­უ­რე­კეს და და­ე­მუქრნენ:

„მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ღა­ზა­დან და ირა­ნი­დან, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და არა ჰა­მა­სის მებ­რძო­ლე­ბი, რე­კა­ვენ თა­მის ოჯა­ხის წევ­რებ­თან და აში­ნე­ბენ და ემუქ­რე­ბი­ან მათ.

ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც არ არის ჰა­მა­სის მებ­რძო­ლი, და­რე­კა თა­მის დას­თან და უთხრა, რომ ცხოვ­რობს პა­ლეს­ტი­ნა­ში და მათ ყვე­ლას და­ხო­ცავს და რომ პა­ლეს­ტი­ნა იქ­ნე­ბა სრუ­ლად მათი.

მსგავ­სი ში­ნა­არ­სის შე­ტყო­ბი­ნე­ბებს იღე­ბენ უამ­რავს, მრა­ვალ­ნა­ი­რი ფორ­მით: მე­სი­ჯე­ბი, ზა­რე­ბი, ვი­დეო ზა­რე­ბი..

პო­ლი­ცია ჩა­ა­ყე­ნეს საქ­მის კურ­სში, მაგ­რამ ამის ატა­ნა მა­შინ, როცა ოჯა­ხის წევ­რი მე­ხუ­თე დღეა და­კარ­გუ­ლია და კვა­ლიც კი არ ჩანს, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია...“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×