რეზონანსი
21.10.2023

რუსული Forbes-ის გამომცემელი კომპანიის მფლობელი, მაგომედ მუსაევი ბიზნეს პარტნიორებთან კერძო საუბრებში აცხადებს, რომ Forbes-ის ყველა მედია ჯგუფი იყიდა. ამის შესახებ The Washington Post-ი 5 აუდიო და ვიდეო ჩანაწერზე დაყრდნობით წერს, სადაც ბიზნესმენი, რომელსაც გამოცემა კრემლთან დაკავშირებულს უწოდებს, გარიგებაზე საუბრობს.

როგორც ვრცელდება, ჩანაწერები მუსაევის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წვეულებამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. „ეს-ესაა გლობალური Forbes-ი ვიყიდე. როცა ხელში გაქვს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ბრენდის გასაღები, ეს გასაღები წვდომას მომცემს ნებისმიერ ადამიანზე", - ამბობს მუსაევი ერთ-ერთ ჩანაწერში.

როგორც The Washington Post-ი წერს, მუსაევი ამას „ისევ და ისევ" იმეორებდა. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთ ჩანაწერში ის რუს ბიზნესმენს, ოსტინ რასელს ახსენებს და გარიგებასთან დაკავშირებულ პირად ასახელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×