რეზონანსი
21.10.2023

ობიექტური რეალობაა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ობიექტური რეალობა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არ არის და არ იქნება გამოყენებული, როგორც სანქციებისთვის თავის არიდების სახელმწიფო.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს, საქართველო არ არის და არ იქნება გამოყენებული, როგორც სანქციების არიდების სახელმწიფო. ამის დასტურია უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები. როგორც ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი წარმომდგენლების სანქციების საკითხებში ჩამოვიდნენ და თქვეს, რომ სასანქციო რეჟიმი საქართველოში სამაგალითოდ არის დაცული და ეს ასე გაგრძელდება. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეწინააღმდეგებიან ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ობიექტური რეალობაა, რომ დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შეეწინააღმდეგოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის ობიექტური რეალობა. ეს არის დადგენილი ფაქტი. იმიტომ რომ ამის შემდგომ მათ შეძლონ საკუთარი დესტრუქციული რადიკალური დღის წესრიგი და რევოლუციური სცენარები შესთავაზონ საზოგადოებას. ყველა კარგად ხედავს, რომ სახელმწიფო ვითარდება, აგრძელებს განვითარებას მშვიდობიან რეჟიმში და ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ბიუჯეტიც გავზარდოთ, ჩვენ მოქალაქეებზეც უფრო მეტად ვიზრუნოთ და უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივა", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×