რეზონანსი
18.10.2023

სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრმა ზურაბ ქადაგიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში საკუთარი თავი ამხილა.

„დეპუტატების კითხვებს, მათ შორის ოპოზიციისას, სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა. ეს დამოკიდებულება იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს, რაც ზურაბიშვილს აქვს სახელმწიფოს მიმართ. ზურაბიშვილობიდან სამადაშვილობამდე, მართლაცდა ერთი ნაბიჯი ყოფილა. ნუ, მისი დაწერილ-დაზუთხული ტექსტი ისეთი საცოდაობა იყო და მსხვერპლად წარმოჩენის უსუსური მცდელობა რომ საკუთარ ადმინისტრაციას უკითხოს, ჯობია, მას თანაგრძნობას არავინ გამოუცხადებს საზოგადოებაში. მოკლედ, წილი საბოლოოდ ნაყარია - კოლექტიურ ნაც-მოძრაობას კიდევ ერთი უსამშობლო შეემატა!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×