რეზონანსი
18.10.2023

 

 ჩვენთვის ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ რაც ახლა ხდება პარლამენტში მართლა სერიოზული პროცესია და მართლა სერიოზული დაპირისპირება მიდის თქვენსა და მმართველ ძალას შორის, - ასე მიმართა პარტია „გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

„ამის მთავარი ამბავი არის თქვენი მოქმედებები და არა თქვენი განცხადებები. თქვენს განცხადებებს ჩვენ ხშირად მივესალმებოდით და ძალიან ხშირად მხარსაც გიჭერდით, მაგრამ იმისათვის, რომ მართლა ნდობა გაჩნდეს საჭიროა, რომ მოქმედებები დავინახოთ იმ ღირებულებების შესაბამისი, რაც არის ჩვენთვის სასურველი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ განცხადებები გავაკეთოთ, თქვენ ხომ გაქვთ ფიზიკურად ის ბერკეტები, რომელიც თქვენს გარდა არცერთ ადამიანს ამ ქვეყანაში არ გააჩნია და რომელსაც შეუძლია ქვეყანა წაიყვანოს ევროპის მიმართულებით და დასავლეთის მიმართულებით. ამ ყველაფერში არის რაღაც პრიორიტეტები, ეს იქნება სასამართლო, სადაც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეიძლება ვერ ერკვეოდით ეროვნული ბანკის საქმიანობაში. მე ეს კითხვა მაქვს: თქვენთვის განცხადებების გარდა ევროპული ღირებულებების პრიორიტეტები რა არის და რას აკეთებთ იმ ძალაუფლებიდან გამომდინარე, რომელიც გაგაჩნიათ?", - მიმართა მეგრელიშვილმა პრეზიდენტს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×