რეზონანსი
18.10.2023

ქალბატონო სალომე, შემიძლია მოგილოცოთ - „ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგი კამპანია ჰქვია, - ასე მიმართა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

„რას ეტყვითო თქვენს შვილებსო - ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ: მე პირადად ვეტყვი, როგორც მწამდა და მჯეროდა იმას ვაკეთებდი პირადად პოლიტიკაში. მე სხვის დავალებებს არ ვიღებდი და არც არასდროს მივიღებ - ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს მათ თავს დავიფიცებ, რომ ეს ასე იქნება სულ. ჩვენი თითოეული გუნდის წევრი არავის დავალებას არ მიიღებს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა დაიწყო. სხდომას ესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×