რეზონანსი
18.10.2023

დღეს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ეს არის პარლამენტი, ის არის პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში და მისი უფლება-მოვალეობები და უფლებამოსილებები კონსტიტუციურად არის დადგენილი, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ორი დღეა ქალბატონმა პრეზიდენტმა მაინც ვერ გაიაზრა თავისი უფლებამოსილებები და სტატუსი. დღემდე ჯიუტად ცდილობს თავისი ამალით წარდგეს პარლამენტში. ჯერ 21-კაციანი თანამშრომლების სია მოგვაწოდა, შემდეგ ორი დღეა გვევაჭრება დიპლომატების მოწვევაზე, მეზობლები, მეგობრები. რა უნდა მაინც ვერ გავიგე ამ ქალბატონს. ამიტომ კარგია, რომ დღეს დაესწრება, კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, რომ ეს არის პარლამენტი, ის არის პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში და მისი უფლება-მოვალეობები და უფლებამოსილებები კონსტიტუციურად არის დადგენილი",- აღნიშნა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×