რეზონანსი
18.10.2023

დღევანდელ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სწორი პოზიცია იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერა, თუმცა ითვალისწინებენ პრეზიდენტის მოწოდებას და დარბაზში არ იქნებიან.

„ჩვენ, ყველანაირი გზებით ხელს შევუშლით „ქართულ ოცნებას" 100 ხმის მოგროვებაში. ჩვენ გვგონია, რომ სწორი პოზიცია იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერა, თუმცა ვითვალისწინებთ ჩვენს დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ და ზურაბუიშვილის თხოვნას, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღოთ", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. სხდომას დაესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც. წინასწარ ცნობილია, რომ იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობა და „ევროპელი სოციალისტები" დაუჭერენ მხარს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×