რეზონანსი
18.10.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი პარლამენტში დაგეგმილ სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმიანება:

„დღეს ოფიციალურად გაფორმდება, რომ სალომე ზურაბიშვილი არის „ნაცების“ პრეზიდენტი და როგორც არ უნდა დასრულდეს იმპიჩმენტის პროცესი, მას მოუწევს ძალიან მძიმე ტვირთის ტარება, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი, რომ ის უმადურად ეპყრობა საკუთარ ამომრჩეველს და ხელს უშლის და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. რაც შეეხება ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაწილს, ფაქტია, რომ ისინი კოორდინირებულად მუშაობენ. პროცესი იმართება რეგლამენტის სრული დაცვით. რაც შეეხება პრეზიდენტის ამბიციებს, რომ მას აქვს იმის სურვილი, რომ იყოს შოუ, შეიძლება მას შოუსკენ უფრო მეტი მიდრეკილება ჰქონდეს, ვიდრე თუნდაც კონსტიტუციის პატივისცემისკენ, მაგრამ ეს მისი პრობლემაა და სხვა არაფერი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

დღეს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ. სხდომას დაესწრება თავად სალომე ზურაბიშვილიც. წინასწარ ცნობილია, რომ იმპიჩმენტს საპარლამენტო უმრავლესობა და „ევროპელი სოციალისტები“ დაუჭერენ მხარს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×