რეზონანსი
17.10.2023

უცხოური მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში, ცოტა ხნის წინ, ალ-აჰლის საავადმყოფოში აფეთქებამ ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც CNN, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი შეფასებით, 200-დან 300-მდე ადამიანია დაღუპული, ბევრი ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშ რჩება.

„ჰამასი“ საავადმყოფოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მართლაც მოხდა, თუმცა შესაძლოა, ღაზის სექტორში ჰოსპიტალს "ჰამასის" მიერ წარუმატებლად გაშვებული რაკეტა მოხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×