რეზონანსი
17.10.2023

პალესტინის მთავრობაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პალესტინური მხარე იერიშში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ისრაელის ჯარის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია და შესაბამისი უწყებები მის დადგენაზე მუშაობენ. საუბარია ალ-ალი არაბის ჰოსპიტალზე, რომელიც ღაზა სიტის ცენტრში მდებარეობს.სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა" აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა" გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის" ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×