რეზონანსი
17.10.2023

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. როგორც აბაშიძე წერს, სალომე ზურაბიშვილის ადეკვატურობა ყოველდღიურად უფრო „გადამდგარ-გადმომდგარი" ხდება. „ნაციონალური მოძრაობა" და სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ ვინ უფრო არაადეკვატურია. „იმედინიუსის" ინფორმაციით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ჯერ იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვდა ფარცხალაძეზე დაუყოვნებლივ დასკვნას, მერე შეყოვნდა და ახლა, დასკვნის მიღებიდან რამდენიმე კვირაში შეუწყვიტა. ვატყობ, რომ სალომე ზურაბიშვილის ადეკვატურობა ყოველდღიურად უფრო გადამდგარ-გადმომდგარი ხდება", - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×