რეზონანსი
17.10.2023

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. ჯერჯერობით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 პირზე გავრცელდა, რომელთა შორისაა ოთარ ფარცხალაძე.

ამის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ სუსმა საკითხის შესწავლა დაიწყო.

ამ ფაქტს თავად ფარცხალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა.

მოგვიანებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი განცხადებით პრეზიდენტს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×