რეზონანსი
17.10.2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. ჯუანშერ ბურჭულაძეს შეკითხვა მისი ოჯახის წევრების ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დაუსვა და განაცხადა, რომ მინისტრის შვილს რუსეთის მოქალაქესთან ერთად, აბანოს ბიზნესი აქვს.

ბურჭულაძემ კი პასუხად აღნიშნა,, რომ ცრუ ბრალდებებისთვის მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა და აღნიშნა, რომ პროცესის მოგებას აუცილებლად შეძლებს.

„თქვენი მეგობრები იმალებოდნენ სარჩელის არ მიღებაზე რამდენიმე თვე, ბოლოს მიიღეს სარჩელი და მე ამ პროცესს, რა თქმა უნდა, მოვიგებ, რადგან ეს იყო აბსოლუტურად მოგონილი ტყუილი.

შეიარაღება, სოციალური პაკეტები არ იზრდება და თქვენი ბიზნესი იზრდებაო, არ ვიცი ამაში რას გულისხმობთ. ერთი საათი ვისაუბრე იმის შესახებ, თუ რა იზრდება და რა შედეგები მოჰყვა კონკრეტული, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ბურჭულაძის თქმით, მისი ოჯახის წევრი 1995 წლიდან არის ჩართული ბიზნეს საქმიანობაში.

„თქვენ გეშლებით მე თქვენს ხელისუფლებაში - კეზერაშვილი, რომელიც მართლა მათხოვარი მოვიდა ხელისუფლებაში და მილიარდერი წავიდა. ასევე, კარგად მახსოვს თქვენი ლიდერიც, რა ქონებით მოვიდა და წავიდა მისი ოჯახი", - თქვა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×