რეზონანსი
17.10.2023

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე შვილს ცულით ჭრილობები მიაყენა. პროკურატურის ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×