რეზონანსი
17.10.2023

თავდაცვის მინისტრის ჰომოფობიური განცხადება პარლამენტში - ჯუანშერ ბურჭულაძემ მინისტრის საათის ფარგლებში  თქვა, რომ საქართველოს დემოგრაფიული სიტუაცია არ აძლევს საშუალებას "ლიბერალური დამოკიდებულება გვქონდეს ერთსქესიანი ქორწინების მიმართ".

ლიბერალიზმის საფრთხეს და კონსერვატიულ დამოკიდებულებას რაც შეეხება, მე ეს კვალიფიკაცია მივეცი კონკრეტულ საკითხს და დავამატე, რომ დემოგრაფიული სიტუაცია საქართველოს არ აქვს სახარბიელო, როგორც ევროპის ბევრ ერსა და სახელმწიფოს. ამ საკითხის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ვიგულისხმე ზუსტად. არ შეიძლება ჩვენ ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ვიყოთ ლიბერალურები. არგუმენტიც მოვიყვანე ამისთვის, მერე სხვანაირად გამოიყენეთ, სამუხაროდ. დემოგრაფიული მდგომარეობა ჩვენი და ეს დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ გააუარესებს, ამაზე მეტად ლიბერალურად როგორ გამომეხატა ჩემი პოზიცია, არ ვიცი, მაგრამ ჩვენი დემოგრაფიული პერსპექტივა აბსოლუტურად არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, არატრადიციული ქორწინების მიმართ გვქონდეს ლიბერალური დამოკიდებულება, ეს ვიგულისხმე, თორემ, ზოგადად, მე თვითონ ლიბერალი ვარ, ლიბერალური დამოკიდებულება მაქვს ბევრი საკითხის მიმართ. ამაზე ლიბერალურად როგორ გამომეხატა ეს საკითხი, მე არ ვიცი. ჩვენი დემოგრაფია, თუ ნახავთ თქვენ და დაინტერესებულხართ, როგორი იქნება 2050 წელს და ეს არ ეხება მარტო საქართველოს. ეს ეხება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანას. იცით თქვენ, როგორიც არის პროგრესი და არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმის ფუფუნება, რომ ამას ხელი შევუწყოთ ნეგატიურ ასპექტში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×