რეზონანსი
17.10.2023

"მონები არიან თვითონ, კერპთაყვანისმცემლები და ოკულტისტები", - ეს შეფასება თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ გააკეთა და ამ შეფასებით ანა წითლიძეს უპასუხა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ მათ ერთი კულტი ჰყავთ და ოკულტისტები არიან. მინისტრი გააღიზიანა წითლიძის სიტყვით გამოსვლამ, როდესაც დეპუტატმა მინისტრზე თქვა, რომ ""ქართუ ბანკში" იყავით, აგიღეს და დაგდეს თავდაცვის მინისტრად".

რა ვუპასუხო აბა, ქალბატონ ანას, შეურაცხყოფის იქით ვერ განვითარდა ეს ხალხი. ქვეყანა განვითარდა, საზოგადოებაც იცვლება, ეს ხალხი ვერ განვითარდა, ჩარჩნენ იგივეში, შეურაცხყოფა, მონები... რა შუაშია მონები? მონები არიან თვითონ! კერპთაყვანისმცემლები, ოკულტისტები არის სწორედ ეს ხალხი. ერთი კულტი ჰყავთ, კულტი ჰქვია, აბა, ამას სხვა რა ჰქვია?“ - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×