რეზონანსი
17.10.2023

მანამ, სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ძალები, არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება მმართველობაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ იმ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სერიოზულად განიხილება თუ არა ის საკითხი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, მომდევნო რამდენიმე წელიწადი, მართლაც შეიძლება შეინარჩუნოს ხელისუფლება.

როგორც მდინარაძემ განმარტა, „პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იქნება მმართველობაში იმიტომ, რომ აგენტურას არ დავუთმობთ ხელისუფლებას და არ დავაღუპვინებთ ამ ქვეყანას“.

„როგორც კი ჯანსაღი ძალები, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელზეც ქართული საზოგადოება დარწმუნდება, რომ დავალებებით კი არ მოქმედებენ, საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, იმ წუთას შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ოპოზიციაში. ჩემი აზრით ერთ წელიწადშიც ძალიან რთულია, რომ მოხდეს. ამას რამდენი წელიც დასჭირდება, იმდენი წელი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×