რეზონანსი
17.10.2023

როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პარტიების - „გირჩი-მეტი თავისუფლება" და „დროას" - მიერ შექმნილ ახალ პლატფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„ორი „ლუზერი" რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. ისინი თავისი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და მოქმედებენ ქვეყნის საწინააღმდეგოდ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. ერთი ჩახდილი დარბოდა, შოუებს გვიტარებდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. ამ ადამიანებზე სერიოზულად როგორ ვისაუბრო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მათი საქმე", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

„გირჩმა-მეტი თავისუფლებამ" და „დროამ" გადაწყვიტეს, საქართველოში რუსულ სამსახურებთან კავშირში მყოფი ადამიანები ამხილონ და მათი სახელები და გვარები კონკრეტულ ვებ-გვერდზე განათავსონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×