რეზონანსი
17.10.2023

პრეზიდენტმა საკუთარი თავი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან, პოლიტიკურად უსუსური ოპოზიციონერების რიგებში ჩამოიქვეითა, პრეზიდენტის ინსტიტუტი აქცია პოლარიზაციის გაღრმავების დამატებით წყაროდ, მაშინ როდესაც შეეძლო ისტორიული როლი ეთამაშა ერის ერთობის ხელშეწყობაში და ევროკომისიის პირველი რეკომენდაციის - დეპოლარიზაციის შესრულების გარანტი გამხდარიყო, მართლა გულწრფელად, რომ ეფიქრა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, კანდიდატის სტატუსი ხელისუფლების ხელში ჩაგდების ინსტრუმენტად მიიჩნია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთანავე ევროპული მომავლის საბოტაჟი სცადა, თუმცა ამ დრომდე არ გამოუვიდათ.

„არ გაიყიდება და არ შეიფუთება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე უკანონო და უსაფუძვლო შეტევა ევროპული მომავლისთვის ბრძოლად. სინამდვილეში ახლა, ერთადერთი მიზანი გაქვთ და როგორც ჩანს პრეზიდენტის დახმარება გჭირდებათ ამაში, თქვენი კალიბრი აღარ ყოფნის ამ საქმეს, როგორმე საქართველოს დაუწესოთ ახალი წინაპირობები ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ეს არის ზუსტად საბოტაჟი, ეს არის ამ ქვეყანაში რუსული მიზანი და ამ მიზანს ემსახურებით თქვენ" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×