რეზონანსი
17.10.2023

„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, წარსულში სტრასბურგში ჰქონდათ საქმეები, რომლებზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი განსხვავებული აზრი იყო არასწორი და იურიდიულად გაუმართავი.

მისივე თქმით, აქედან ჩანს, რომ აღნიშნული მოსამართლეები პოლიტიკურად მიკერძოებულები იყვნენ და უსამართლო განსხვავებული აზრი დააფიქსირეს.

კობახიძემ ასევე პრეზიდენტის გუშინდელ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წევრების მიმართ „უზრდელობს".

„ამ მოსამართლეებს ჰქონდათ განსხვავებული აზრი და შემდეგ მათ წააგეს საქმე სტრასბურგში, აქედან ჩანს, რომ ერთი - ისინი იყვნენ პოლიტიკურად მიკერძოებულები და მათ უსამართლო განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, საიდანაც ჩანს, რომ აქ იკვეთება პოლიტიკური მიკერძოება და იკვეთება ის, რომ ისინი საბოლოო ჯამში, უსამართლოდ აფიქსირებენ განსხვავებულ აზრს. არა მარტო ერთი საქმე, ორი საქმე იყო, თუ არ ვცდები, სადაც სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი განსხვავებული აზრი იყო არასწორი, იურიდიულად გაუმართავი. აქედან საზოგადოებამ უნდა გამიტანოს დასკვნები, მაგრამ მეტ სიღრმეში მე არ მინდა შევიდე. არ მინდა სალომე ზურაბიშვილს დავემსგავსო, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტს. ეს არის პირდაპირ წარმოუდგენელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტი ჰქვია და „სირცხვილია" და ა.შ. ტერმინები გამოიყენა. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. იმაზე, არაფერს ვამბობ, რომ პრეზიდენტი უზრდელობს პარლამენტის წევრების მიმართ. რაც გუშინ გააკეთა ეს იყო ჩვეულებრივი უზრდელობა. პრეზიდენტი, 70 წლის ქალი და უზრდელობს..." - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×